ორგანიზაციის დამანგრეველი 3 პროცესი
სტატიის ავტორია: პაპუნა ტოლიაშვილი
6 ივნისი, 2007 | წაკითხულია 1,098-ჯერ
ბევრი ფიქრობს, რომ ორგანიზაციების ნგრევას ფინანსური პრობლემები იწვევს. სინამდვილეში გამოუსწორებელი ფინანსური სირთულეები მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის დადგომის ნიშანია და არა თვითონ მიზეზი. ნგრევაც გარკვეული, ხშირად გრძელვადიანი პროცესების შედეგად დგება და რაც უფრო ადრე შეძლებს მენეჯმენტი მათ დანახვას, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად.
პროცესები, რომლებიც ორგანიზაციების გარდაუვალ
ნგრევას იწვევს არის:
ა) ფუნქციის კარგვა;
ბ) მომხმარებლის მხარდაჭერის კარგვა;
გ) თანამშრომლის მხარდაჭერის კარგვა.
ამ პროცესებს ერთმანეთის გამოწვევაც შეუძლიათ. უფრო ხშირად ასე არც ხდება. თუმცა მათგან ერთსაც კი შეიძლება მოჰყვეს ორგანიზაციის ნგრევა. შესაბამისად, თითოეული მათგანი საკმარისია არასასურველი შედეგების მისაღებად.
1. რატომ და როდის კარგავს ორგანიზაცია ფუნქციას
ახალი არაფერია იმაში, რომ ორგანიზაციის ფუნქციის დაკარგვა მის განადგურებას იწვევს. თუმცა, საკმაოდ საინტერესოა, ვიცოდეთ, თუ როდის და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.
ჩვენს გარშემო რამდენი ორგანიზაციის მენეჯერს შეუძლია, საფუძვლიანი დაფიქრების გარეშე, ლაკონიურად და სხარტად (30 წამში) გითხრათ, რა არის მისი ორგანიზაციის ფუნქცია, საზოგადოებისათვის რომ ასრულებს?… ვშიშობ - ძალიან ცოტას. მაშინ რა გასაკვირია, ორგანიზაციამ შეიძლება ისე დაკარგოს ფუნქცია, რომ მენეჯმენტმა ეს ძალიან გვიან, ან საერთოდ ვერც კი გაიგოს? ამის ძირითადი მიზეზი სწორედ მენეჯმენტის მიერ ფუნქციის გაუცნობიერებლობაა. მას, უბრალოდ, არც უფიქრია ამაზე და შესაბამისად არ აკვირდება და არ ზრუნავს ამ ფუნქციის შენარჩუნებაზე.
მეორე მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ ფუნქცია შეიძლება გარემომ, პროგრესმა, გლობალიზაციამ, ან რაიმე მსგავსმა პროცესებმა გახადოს არააქტუალური. სინამდვილეში ეს თითქმის არასდროს ასე არ ხდება. უბრალოდ, ხშირად, მენეჯერები ერთმანეთში ურევენ ფუნქციებს და პროდუქტებს. ფუნქცია არ არის ამა თუ იმ პროდუქტის, ან პროდუქტების ტიპის, ჯგუფის, ან ნაირსახეობის წარმოება და მიწოდება (რაც საკმაოდ ხშირად და სწრაფად კარგავს აქტუალურობას). პროდუქტზე და არა ფუნქციაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაკარგავენ ფუნქციას. სწორედ ეს არის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ფუნქციის დაკარგვისა. მენეჯერები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პროდუქტებს და ზრუნავენ მათ სტიმულირებაზე, შენარჩუნებაზე და განვითარებაზე, ვიდრე მათი ძირეული ფუნქციის შესრულების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, მაშინ, როდესაც პროდუქტი კარგავს თავის აქტუალურობას, ან ხდება უფრო ეფექტური ანალოგით მისი ჩანაცვლება, ორგანიზაცია ვერ ახდენს რეაგირებას.
ფუნქციის დაკარგვის კიდევ ერთი მიზეზია არის დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები. იგი, როგორც წესი, მაშინ უარესდება, როდესაც ფუნქცია, ფაქტობრივად, უკვე დაკარგულია და მისი დაბრუნება უკიდურესად რთული, ან შეუძლებელია. მენეჯმენტი არასწორ პარამეტრებს აკვირდება, ან საერთოდ მშვიდად არის, სანამ პროცესი ფინანსებზე არ დაიწყებს გავლენის მოხდენას. სულაც ხვდება, რომ, რაღაც პრობლემები არის, მაგრამ ნორმალური ფინანსური შედეგები განგაშის ატეხვის საჭიროებას აუქმებს და რეალურად ქმედითი რეაგირება ორგანიზაციის დონეზე ვერ ხერხდება (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ორგანიზაციაში, როგორც წესი, არის მინიმუმ ერთი მენეჯერი, რომელიც ამ თემაზე იწყებს ლაპარაკს, თუმცა, სამწუხაროდ, მას მანამ არ უსმენენ, სანამ სავალალო შედეგები ან ძალიან მოახლოვდება, ან სულაც დადგება).
2. რატომ და როდის კარგავს ორგანიზაცია მომხმარებლის მხარდაჭერას
მომხმარებლების მხარდაჭერის დაკარგვა რომ ორგანიზაციების ნგრევას იწვევს, არც ეს არის ახალი ამბავი. თუმცა არის ამ პროცესის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც აქტუალური შედარებით ბოლო პერიოდში გახდა.
ქვემოთ მოცემული ფაქტორების მნიშვნელობის ზრდა, ორგანიზაციების მიმართ მომხმარებლების დამოკიდებულებაზე, განაპირობა კომპანიებს შორის პროდუქციისა და მომსახურების ხარისხში განსხვავების მინიმუმამდე შემცირებამ, მათ მიერ გამოყენებული გაყიდვების მეთოდების სულ უფრო მეტმა იდენტურობამ და ბრენდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მსგავსებამ. შესაბამისად წინა პლანზე წამოვიდა სხვა ფაქტორები, რომელთაც მომხმარებლები სულ უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას.
თანამედროვე ორგანიზაციები (მათ შორის საქართველოშიც) კარგავენ მომხმარებლების მხარდაჭერას მაშინვე, როგორც კი ნელდება მათ მიმართ მომხმარებლების ინტერესი. ნაკლები დაინტერესება თავის მხრივ ნაკლები სიახლეებით, ორიგინალური ნაბიჯების არასათანადო სიმრავლითა და არასაკმარისი გამორჩეულობით არის გამოწვეული. ამას კი, როგორც წესი, ორგანიზაციის მხრიდან მომხმარებელზე არასათანადო ზრუნვა და მისი სასიამოვნოდ გაოცების არასაკმარისი სურვილი განაპირობებს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციები მომხმარებლის მხარდაჭერას კარგავენ, არის არასაკმარისი საიმედოობა, სტაბილურობა ხარისხში და შემდგომში სტაბილური განახლების მოლოდინი. მომხმარებლები აღარ ყიდულობენ ყველაზე კარგ პროდუქტებსაც კი, თუ არ არიან სათანადოდ დარწმუნებულნი, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს მისი პროდუქტების შემდგომ მომსახურებას, განახლებას და განვითარებას. ორგანიზაციების საუკეთესო პროდუქტებიც კი განწირულია, თუ მომხმარებელი ეჭვს შეიტანს კომპანიის მომავალში, მის საიმედოობასა და სანდოობაში. პროდუქტისა და მომსახურების შეძენა აღარ არის ერთჯერადი და დასრულებული აქტი. მასზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს ის, თუ რა იყო ადრე და რა არის ორგანიზაციისაგან მოსალოდნელი მომავალში.
და ბოლოს, მომხმარებლების მხარდაჭერის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს ორგანიზაციის არასათანადო ზრუნვა საერთო სოციალურ პრობლემებზე, გარემოზე და საზოგადოების კეთილდღეობაზე მისი ძირითადი ფუნქციის შესრულების პარალელურად. მომხმარებლებისათვის სულ უფრო ნაკლებად საინტერესოა კომპანიები, რომლებიც საკუთარი საქმის კეთებით (თუნდაც საუკეთესო ხარისხით) მხოლოდ საკუთარი მოგების მაქსიმიზაციას ცდილობენ. მათთვის სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები, მათი ძირითადი საქმიანობის გარდა, საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ამის მიხედვით იწყებენ პროდუქტებისა და მომსახურე კომპანიების არჩევასაც.
3. რატომ და როდის კარგავს ორგანიზაცია თანამშრომლის მხარდაჭერას
ორგანიზაციებისათვის ნგრევის პროცესების ჩამონათვალში მესამე, მაგრამ ყველაზე აქტუალური, ყველაზე გავრცელებული და ყველაზე უფრო მეტად რთულად შესაქცევადი პროცესი არის სწორედ თანამშრომლების მხარდაჭერის დაკარგვა. ბევრი ამ პროცესს ანაზღაურების და მოტივაციის არასწორ სისტემებს უკავშირებს. სინამდვილეში პრობლემები სულ სხვაგან არის.
მენეჯმენტის, მათი მიზნების, ქცევისა და დამოკიდებულებების ღირსეულობის არასათანადო ხარისხი ხშირად სწო%E
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;



12 აპრილი, 2011 20:53
სრულიად ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას ბევრი კომპანია ადგას თვითგანადგურების გზას საქართველოში